სამტრედიის მე-10 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
არსებული ინფორმაციით, ჩხუბის მიზეზი გოგონა გახდა. მოსწავლეებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად, ერთ-ერთი არასრულწლოვანი შეუძლოდ გახდა, რის გამოც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს და მოსწავლე სამტრედიის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.
“რამდენადაც ვიცი, შეყვარებულზე მოხდა შელაპარაკება, მე მიყვარს და თავი დაანებეო. მეტი არაფერი არ ვიცი. ბავშვი ამბობს, რომ ხელით არ შევხებივართ ერთმანეთს, სიტყვით მითხრეს რაღაც, ვინერვიულე და შევწუხდიო,”-ამბობს მოზარდის ახლობელი.
როგორც იმერეთის მთავარ საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.
Topnews.com.ge