ქუთაისში მომხდარი საზარელი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. „მთავარმა არხმა“ ბრალდებულის, 45 წლის ქალის ჩვენება მოიპოვა.
45 წლის ბრალდებული დანაშაულის მოტივად ეჭვიანობას ასახელებს. მისი თქმით, ელისო ჩეჩელაშვილი მას მეუღლის სიყვარულში გამოუტყდა, რის გამოც ბრალდებული წყობიდან გამოვიდა და დანაშაული ჩაიდინა.
„მე დანა რამდენჯერმე მოვუქნიე, ელისო ყვიროდა და ითხოვდა შველას, შემდეგ იგი წაიქცა იატაკზე, მაგრამ კვლავ ყვიროდა და გონება არ დაუკარგავს.
მე გავიგონე ბინის კარებზე ბრახუნის ხმა, გავაღე ბინის კარები და შევხედე, რომ კარებში იდგა ჩემი მეუღლე გაგა. იგი მიყვიროდა რა ხდება, რატომ ხარ სისხლიანი, რა მოხდაო, გაგას უკან „პადიეზდში“კიდევ იდგნენ სხვა პირები, მაგრამ მე ვერ გავარჩიე ვინ იდგნენ, რადგან არ იყო შუქი. ამის შემდეგ დანა შევახვიე ჩემს კუთვნილ „სალფეთკის“ ქაღალდში და ჩავიდე ჩემი ტანსაცმელი შავი ფერის შორტის სათავეში, რის შემდეგაც გამოვიხურე ბინის კარი და გამოვედი ბინიდან.
გაგას ვუთხარი, რომ უნდა გადამეყარა ტანსაცმელი, რომელიც სისხლიანი იყო. მე და გაგა ერთად გამოვედით სახლიდან, ჩემი ტანსაცმელი, რომელიც ელისოს დაჭრისას მოთავსებული მქონდა შავი ფერის პარკში და ეს ტანსაცმელი თავის პარკიანად ჩავაგდე იქვე მახლობლად, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე მაგნიტის მაღაზიის ნაგვის ურნაში.
ამავდროულად გაგამ წამიყვანა, როგორც ჩანს მას ტაქსი ჰყავდა გამოძახებული და ჩვენ ორივე ჩავსხედით შავი ფერის მსუბუქ ავტომობილში“, – წერია დაკავებულის ჩვენებაში.
გარდაცვლილის მეგობრები ბრალდებულის ჩვენებას არ ენდობიან და ამბობენ, რომ დაღუპულს ჰყავდა შეყვარებული, ვისთანაც ოჯახის შექმნას აპირებდა.
შეგახსენებთ, ქუთაისში, ახალგაზრდა ქალი საცხოვრებელ ბინაში 18 ივლისს მოკლეს.