დამეტაკა მანქანა, ცალი ხელით ბავშვი მეჭირა – ხონში, სოფელ ნახახულევში ავარია მოხდა.
ბეემვეს მარკის ავტომობილი დისტიბუციის მიკროავტობუსს უკნიდან შეეჯახა და არხში გადააგდო. როგორც თვითმხილველები ამბობენ ბეემვეს ავტომობილიც არხში გადავარდა, თუმცა მძღოლი მიიმალა.
“მარტვილად მოვდიოდი, უკნიდან დამეტაკა მანქანა. ძლივს ავაცილე, ბავშვი მეჯდა მანქანაში. ცალი ხელით ბავშვი მეჭირა, აქამდე შემოვიყვანე და სტოლბასთან რომ მოვედი ტორმუზმა აღარ დამიჭირა. ის მანქანა შემობრუნდა, მძღოლი გაიქცა, მეორე კი სისხლიანი იჯდა. შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მე მეგონა მძღოლი ჩემთან მოდიოდა, ბავშვი როგორ არისო, არა და მძღოლი გაიქცა. მოსახლეობა დამეხმარა” – ამბობს დაზარალებული “მეგა ტვ”-თან.
ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცავები.