23 წლის გოგოს, თამარ ბაჩალიაშვილის სამძებრო ღონისძიებები მე-4 დღეა კვლავ გრძელდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება 163-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმმობს.
ცნობისთვის, 23 წლის გოგოს ძებნა რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. ოჯახის ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილი სახლიდან ავტომობილით გავიდა. ბოლოს გოგონა კამერებმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში დააფიქსირეს.
დღეს საღამოს გოგონას ოჯახმა საავტომობილო გზა გადაკეტა, ეფექტური სამძებრო ღონისძიებების ჩატარების მოYხოვნით.