ზუგდიდში 2 პირი დააკავეს, რომლებიც საცხოვრებელი კორპუსის წინ, ავტოფარეხთან მდგარ მანქანაზე კუსტარულად დამზადებულ ასაფეთქებელს ამონტაჟებდნენ.
წინასწარი ინფორმაციით, ისინი დ.ჯ-ს მანქანის ქვემოთ ჰექსოგენის და ტროტილის შემცველ ასაფეთქებელს ამაგრებდნენ. ერთ-ერთი დაკავებული ჯ.კ-ა, მეორეს ვინაობას “მთავარი არხი” ადგენს.
რა იყო მოტივი უცნობია, თუმცა ასაფეთქებელი, სავარაუდოდ, კორპუსის ერთ ფლიგელს ჩამოშლიდა.
ერისთავის ქუჩაზე პოლიციამ ორი პირი იმ დროს დააკავა როცა საერთო საცხოვრებლის წინ მდგარ მანქანაზე ასაფეთქებელ მოწყობილობას ამონტაჟებდნენ. წინასწარი ინფორმაციით ჰექსოგენისა და ტროტილისაგან კუსტარულად დამზადებული ასაფეთქებელი მოწყობილობა მაგნიტის ფირფიტაზე იყო დამაგრებული და საათის მექანიზმზე მუშაობდა. მოწყობილობა ამ დროისთვის ამოღებულია.
ადგილობრივების ინფორმაციით ერთ – ერთი დაკავებული წლებია რუსეთში ცხოვრობს. ჯერჯერობით უცნობია დაკავებულები აფეთქებას რა მოტივით ახორციელებდნენ სამართალდამცავები აფეთქების მოტივზე არ საუბრობენ.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236 მუხლით-ე მუხლით
[ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღისა (თოფისა)), საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება]
ორი პირის დაკავება ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე მოხდა.