რუსთავში, რუსთაველის ქუჩაზე, გუშინ გვიან ღამით მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილე მძღოლი სამართალდამცავებმა დააკავეს. ამის შესახებ ,,ინტერპრესნიუსს” შსს-დან აცნობეს.
წუხელ, „მუსტანგის” მარკის მსუბუქი ავტომობილი 16 წლის მოზარდს შეეჯახა. გოგონა ადგილზევე გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა რუსთაველის ქუჩაზე ფეხით ძაღლთან ერთად გადაადგილდებოდა, რა დროსაც მას გადაჭარბებული სიჩქარით მიმავალი ავტომანქანა შეეჯახა. შემთხვევის შემდეგ მძღოლი მიიმალა. შედეგად კი 16 წლის გოგო სასწრაფო დახმარების ბრიგადის მისვლამდე, შეჯახების შედეგად მიღებული დაზიანების შედეგად გარდაიცვალა.
ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.
ასევე დაგაინტერესებთ:
ვინ არის რუსთავში გარდაცვლილი 16 წლის გოგო
სამი კრუგი გააკეთა გოგომ და იქ დაეცა – რუსთავში მომხდარი ავარიის შემზარავი კადრები (+ვიდეო)
უსაზღვროდ მოგვენატრები ! გვტკივა – რუსთავში ტრაგიკულად დაღუპულ გოგოს სკოლა ემშვიდობება