დღეს ქობულეთის შემოვლით გზაზე ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანა და ტრაილერი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა 3 ადამიანი, 2 კი დაშავდა. დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს.
გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპული 25 და 38 წლის კაცები თურქეთის მოქალაქეები არიან.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, საქმეზე დაწყებულია გამოძიება.
ცნობისთვის, ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, ქობულეთის შემოვლითი გზის ქობულეთი-ჩაქვის მონაკვეთი ამ დროისთვის გადაკეტილია.