ვიეტნამის დედაქალაქ ჰანოიში საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილ ხანძარს 56 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ბავშვებიც. დაშავდა 37 ადამიანი. მომხდართან დაკავშირებით ინფორმაციას CNN ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
გავრცელებული ცნობებით, 9-სართულიან კორპუსში, სადაც დაახლოებით 150 ადამიანი ცხოვრობს, ხანძარი ღამით გაჩნდა. ადგილზე მობილიზებულმა სამაშველო ჯგუფებმა დაშავებულები ახლო მდებარე კლინიკაში მას შემდეგ გადაიყვანეს, რაც ადამიანები ხანძრისგან თავის დაღწევის მიზნით ფანჯრებიდან გადმოხტნენ.
ცნობილია, რომ პოლიციამ შენობის მფლობელი შენობაში ხანძრისსაწინააღმდეგო რეგულაციების დარღვევის გამო დააკავა. პოლიციის განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.