დაინახე ყველაფერი ასე ეწოდება ანტი-სტიგმა მოძრაობას რომელიც სხვადასხვა ქალაქებში მართავს ღონისძიებებს.
კამპანია მიზნად ემსახურება მრავალფეროვანი საინფორმაციო მასალების გავრცელებას შეზღდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების შესახებ. მათ შემდეგ გაჩერებას ამბროლაური წარმოადგენდა სადაც ისინი საინტერესო ინსტალაცია თამაშებით წარსდგნენ მაცხოვრებლების წინაშე. მონაწილეებს საინტერესო პრიზები გადაეცათ,ხოლო მოგვიანებით მათ რეგიონთაშორისი ბრენდირებული მინიავტობუსები სხვა მასპინძელ რეგიონში გააცილეს. ადგილზე მოეწყო მხიარული და ფერადი მარში რომელშიც თავად ბავშვები იყვნენ ჩართული. მათ კიდევ ერთხელ შეახსენეს საზოგადოებას რომ შეზღდული ესაძლებლობები არ არსებობს მხოლოდ გარემოა შეზღუდული.
ღონისძიებას კეთილი ნების ელჩის სახით მსახიობი ნატა მურვანიძე უძღვებოდა. კამპანიის ფარგლებში კი არტისტმა და მხატვარმა „გამეზამ“ ქალაქისთვის ფერადი სტენსილი შექმნა. ნახატი ქალაქს სამახსოვროდ დარჩება. ამბროლაურს ასევე სტუმრად ეწვია გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში ღასან ხალილი. ღონისძიებას ასევე ესწრებოდა ამბროლაურის მერი.
ანტი-სტიგმა მოძრაობა სექტებრიდან კვლავ განახლდება. ისინი ძველი მესიჯებით და ახალი მონაწილეებით საქართველოს სხვადასხვა რეგიონებსს კვლავ ეწვევიან.