LIVE TV
სამშაბათი, ნოემბერი 11, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

დაზარალებული ვართ ჩვენ, მე პირადად – ირაკლი ღარიბაშვილი ჩანაწერებზე

დაპოსტა 2021/03/12-ში
313
ნახვა
გაზიარება

ძალიან მერიდება, რომ ამ სიყალბებზე მიწევს ამდენი ახსნა-განმარტება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც ის განმარტავს, აღნიშნულ ჩანაწერში დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება. ღარიბაშვილის თქმითვე, დაზარალებული თავადაა.

„ძალიან მარტივი გასაგებია ყველასთვის, რომ დანაშაულზე არ შეიძლება იყოს საუბარი, როცა დაზარალებული არ არსებობს. დაზარალებული ვართ ჩვენ, მე პირადად. პირველი კითხვა რაც მაქვს, რატომ მისმენდნენ მე, როგორც კერძო პირს, იმ დროს საჯარო სექტორში მომუშავე ვიყავი, რატომ უსმენდნენ 15 წლის არასრულწლოვან ბერა ივანიშვილს, არც პოლიტიკა არსებობდა მაშინ ჩვენი მხრიდან, არც პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება“, არც ბატონი ბიძინა ივანიშვილი არ იყო მაშინ პოლიტიკაში ჩართული. შესაბამისად, ეს ორმაგად ამძიმებს ამ ბრალდებებს და აღნიშნული ფაქტი იმის დემონსტრირებაა, რომ ჩვენ ტოტალური მოსმენების მსხვერპლი და ამ კონტროლის ქვეშ ვიყავით. ეს არის გამოსაძიებელი, რატომ იყო მოსმენა, რატომ გაასაჯაროვეს ფაბრიკაცია და დამახინჯებული სიყალბე ჩვენი უამრავი საუბრის. რაც შეეხება დანაშაულს, დანაშაული არ მომხდარა, ვინაიდან დაზარალებული არ არსებობს. ჩვენ ვნახეთ ის პიროვნება, რომელიც გამოვიდა და თქვა, რა ვითარებაში, როგორ ატმოსფეროში მოხდა ბატონი ანზორ ჩუბინიძის გასაუბრება. ერთი ფაქტი მომიყვანეთ ბატონი ანზორ ჩუბინიძის მიერ ჩადენილი ძალადობის, ან ვინმეს ჩაგვრის, ან ჩემგან თუ ოდესმე ვინმეს რამე გსმენიათ, ან რამე ფაქტი იცით, გთხოვთ, რომ დამისახელოთ. ბატონმა ანზორმა ამის თაობაზე ძალიან ვრცელი კომენტარი გააკეთა და განმარტა, თუ რასთან იყო საქმე. უბრალოდ, გასაუბრება მოხდა, მეზობლების და ოჯახის წევრების თვალწინ. მაშინ, გარკვეული ორგანიზებული ჯგუფი იყო, რომელიც ლიკვიდაციით ემუქრებოდა ბერა ივანიშვილს, იყო უამარავი მუქარა და შეუარცხმყოფელი მუქარები, აქედან გამომდინარე, ეს იყო პირდაპირი მოვალეობა და ვალდებულება ბატონი ჩუბინიძის, როგორც იმ დროს, ოჯახის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, რომ გამოეკვლია პოლიციის ჩართულობით მათ შორის, იმიტომ რომ მაშინ დაცვის პოლიცია ემსახურებოდა ბატონ ივანიშვილს. აქედან გამომდინარე, ყველაფერი ნათელია. კიდევ ერთი არგუმენტი, რაც მინდა განვმარტო, როგორ წარმოგიდგენიათ, „ნაცმოძრაობის“ დროს, ასეთ დანაშაულს, როგორც ისინი გვიყვებიან და ყვებიან, გამოიძიებდნენ თუ არა, ან დატოვებდნენ თუ არა ისინი ამ ფაქტს გაუხმაურებელს, რა თქმა უნდა, არა. შესაბამისად, დასკვნა არის შემდეგი, რომ არავითარი დანაშაული არ მომხდარა, ეს არის ჩვეულებრივი სიყალბე, რომელიც ჩვენმა საზოგადოებამ იხილა. ძალიან მერიდება, რომ ამ სიყალბებზე მიწევს ამდენი ახსნა-განმარტება, მაგრამ ისევ და ისევ, მოსახლეობას რომ არ დარჩეს რაიმე კითხვა, ამიტომ მივეცი ჩემ თავს უფლება, ასეთი ვრცელი განმარტება გამეკეთებინა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, „ტვ პირველის” ინფორმაციით, მათ მოიპოვეს ფარული აუდიო ჩანაწერი, რომლითაც, მათივე მტკიცებით, მომღერალი ბერა ივანიშვილი, სავარაუდოდ, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ამჟამინდელ ხელმძღვანელს ანზორ ჩუბინიძეს იმ ახალგაზრდების დასჯას სთხოვს, რომელთაც ინტერნეტში ივანიშვილების შეურაცხმყოფელი კომენტარები დაწერეს. ამასთან, ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული ჩანაწერის მიხედვით, ბერა ივანიშვილი ამ საკითხზე ირაკლი ღარიბაშვილთან საუბრობს, რომელიც ამ ქმედებებს იწონებს.

გაზიარება125

დაკავშირებული -პოსტები

მომსახურების სააგენტო მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

ნოემბერი 11, 2025
2
მთავარი

მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, 10 ნოემბრიდან B კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის არაგეგმური გამოცდის დაჯავშნა ელექტრონულად იქნება შესაძლებელი. “შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო გაცნობებთ, რომ 10...

დაწვრილებითDetails

ბაზრის სიახლოვეს, რამდენიმე ოჯახის ჯიხური დაიწვა

ნოემბერი 11, 2025
7
მთავარი

ჩხოროწყუში, ბაზრის სიახლოვეს, რამდენიმე ოჯახის ჯიხური დაიწვა. ზარალის ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია. არსებული ინფორმაციით, ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია. „მთელი ქონება დაეწვათ და მძიმე მდგომარეობა შეექმნა რამდენიმე ოჯახს“,-წერენ კომენტარში სადაც ხანძრის...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

ნოემბერი 11, 2025
12
მთავარი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში ჟურნალის მზია ამაღლობელის პროცესი მიმდინარეობს. ხმაური იყო სასამართლოსთან. კერძოდ, მზია ამაღლობელის გულშემატკივრებსა და მანდატურის წარმომადგენლებს შორის კამათი იყო. მზია ამაღლობელის კოლეგებსა და გულშემატკივრებს ეზოში შესვლის და სხდომაზე...

დაწვრილებითDetails

სკოლის მოსწავლე გარდაიცვალა – ჩხარის პირველი საჯარო სკოლა სამწუხარო ინფორმაცია ავრცელებს

ნოემბერი 11, 2025
130
მთავარი

ჩხარის პირველი საჯარო სკოლა სამწუხარო ინფორმაცია ავრცელებს. „ყველაზე კეთილი, თბილი, უბოროტო და მოუსვენარი ბიჭი დაკარგა ჩვენმა სკოლამ. რა რთულია ამ დროს, სათანადო სიტყვებს მოუყარო თავი და როგორი მძიმეა რეალობისთვის თვალის...

დაწვრილებითDetails

საქართველოდან უცხო ქვეყნის 31 მოქალაქე გააძევეს

ნოემბერი 11, 2025
16
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციის შედეგად, უცხო ქვეყნის 31 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. ბოლო დღეებში ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა:...

დაწვრილებითDetails

ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს

ნოემბერი 11, 2025
57
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, თბილისისა და აჭარის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით, 7 პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე,...

დაწვრილებითDetails

“ბლაგვი საგნის გამოყენებით სახის არეში დაზიანება მიაყენა” – ყვარლის მერის მოადგილე და საკრებულოს თავმჯდომარე დააკავეს

ნოემბერი 11, 2025
64
მთავარი

ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს გივი ზაუტაშვილს, მის ძმას ნიკა ზაუტაშვილსა და ყვარლის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეს ლევან გელაძეს შორის მომხდარ დაპირისპირების ფაქტზე, სამართალდამცველებმა ინციდენტში მონაწილე სამივე პირი დააკავა. ინფორმაციას შსს ავრცელებს....

დაწვრილებითDetails

კინორეჟისორი ელდარ მდინარაძე გარდაიცვალა

ნოემბერი 11, 2025
28
მთავარი

კინორეჟისორი, ტელეკომპანია „იმედის“ სამხატვრო ხელმძღვანელი, ელდარ მდინარაძე გარდაიცვალა. მისი გარდაცვალება დიდი დანაკარგია ქართული ტელევიზიისა და კინემატოგრაფიისთვის. ელდარ მდინარაძემ დაამთავრა სოხუმის სუბტროპიკული ინსტიტუტის ტექნოლოგიური ფაკულტეტი ინჟინერ-ტექნოლოგის სპეციალობით 1973 წელს და შოთა...

დაწვრილებითDetails

გურჯაანის ერთ-ერთ სკოლაში მუნი დაფიქსირდა

ნოემბერი 11, 2025
4
მთავარი

გურჯაანის მუნიციპალიტეტში მუნის ორი შემთხვევა გამოვლინდა. დაავადება ერთ-ერთი საჯარო სკოლის ორ მოსწავლეს გაუჩნდა. მოზარდები ერთი ოჯახის წევრები არიან. ექიმ-ეპიდემიოლოგ ნონა ჯადუგიშვილის განმარტებით, სკოლებში საუბრები და დეზინფექცია უკვე  ჩატარებულია, მოსწავლეები კი...

დაწვრილებითDetails

პოლიციამ 283 ძირი „კანაფი“ და 3 კილოგრამამდე „მარიხუანა“ ამოიღო

ნოემბერი 11, 2025
6
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი - 1985 წელს დაბადებული რ.რ. დააკავეს. მას ბრალი ედება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა - შენახვაში,...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».