დავით გარეჯის კომისიის წევრის, ნატალია ილიჩოვას საცხოვრებელ სახლში, ასევე დავით-გარეჯის კომისიის ყოფილი თავმჯდომარის ივერ მელაშვილის ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ”რუსთავი2” ავრცელებს.
ასევე, ჩხრეკა მიმდინარეობს დავით-გარეჯის კომიიის ყოფილი თავმჯდომარის ოფისში. სამართალდამცველები ივერ მელაშვილის სამუშაო ოთახშიც საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.
ცნობისთვის, საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიება დაიწყო.