ქობულეთის მუნიციპალიტეტში 14 წლის გოგო გარდაცვლილი იპოვეს. შემთხვევა სოფელ ქაქუთში გუშინ მოხდა. ამ ეტაპზე უცნობია ჰქონდა თუ არა გარდაცვლილს სხეულზე დაზიანებები. TV25.GE-ს წყარო უყვება, რომ არასრულწლოვანი გარდაცვალებამდე გააუპატიურეს.
“დაახლოებით, 2 თვის წინ გააუპატიურეს მოზარდი, ბრალდებული ბიჭი უკვე დაკავებულია. მომხდარის შემდეგ, გოგონაზე ოჯახის ერთ-ერთი წევრი ფიზიკურად ძალადობდა”- გვითხრა გარდაცვლილის ახლობელმა.
ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმაციას არ გვაწვდის. TV25.GE მომხდარის დამატებით დეტალებს არკვევს.