საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარაში დააკავეს ქალი, რომელმაც 9 წლის შვილზე იძალადა.
შემთხვევა გუშინ მოხდა. ძალადობის შესახებ საპატრულო პოლიციას ქალის ნათესავმა შეატყობინა. როგორც სოციალური მომსახურების სააგენტოში განაცხადეს, ბავშვს ექსპერტიზა ჩაუტარდა. პირველადი ინფორმაციით, 9 წლის ბავშვს ფიზიკური ძალადობის კვალი აღენიშნებოდა. ის უსაფრთხო ადგილზეა გადაყვანილი.
„ინტერპრესნიუსი” ინფორმაციით, დაკავებული ქალი უზბეკეთის მოქალაქეა, მას კიდევ ორი მცირე წლოვანი შვილი ჰყავს, რომლებზეც სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები დაკვირვებას აწარმოებენ.
მომხდარზე გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის” 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ ოჯახში ძალადობას გულისხმობს.