ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა განმარტავს, რა შემთხვევაშია პირბადის ტარება სახიფათო ადამიანისთვის.
როგორც იგი ამბობს, არსებობს დაავადებები, რომლის დროსაც, შესაძლოა პირბადის ტარება რეკომენდირებული არ იყოს. ამის შესახებ ინფექციონისტმა „იმედის დღეში“ ისაუბრა.
„პირბადე გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე კარგი დაცვის საშუალება სხვადასხვა ვირუსისგან. პირბადის ხანგრძლივი გამოყენება (დახურულ სივრცეში და იქ სადაც ფიზიკური დისტანცია ვერ ხერხდება) არის უსაფრთხო.
მაგრამ არსებობს დაავადებები, (გულ-სისხლძარღვთა, ქრონიკული) როდესაც პირბადის გამოყენება შესაძლოა არ იყოს რეკომენდებული კონკრეტულად ამ პაციენტისთვის. ამის შეფასება უნდა მოხდეს ექიმის მიერ. ვისაც არ აქვს ქრონიკული, სერიოზული დაავადება, მისთვის პირბადე არის აბსოლუტურად უსაფრთხო“, – აცხადებს ინფექციონისტი.