დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის განახლებულ სტატისტიკას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, ქვეყანაში მოხტდილი მოსახლეობის 34 პროცენტზე მეტი სრულად არის აცრილი:
24 ნოემბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 2 112 851 აცრა.
სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 117 964 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 39.3%.
სრულად ვაქცინირებულია 984 539 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 34.5%.
23 ნოემბერს აიცრა 3 707 ადამიანი.