LIVE TV
ოთხშაბათი, თებერვალი 18, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

“დაადეს ჯარიმა, წაართვეს მანქანები და 6.5 მლნ დოლარი, რომელიც ჩამოერთვა, მიემართა ბიუჯეტში”- ღარიბაშვილის ადვოკატი

დაპოსტა 2026/01/12-ში
256
ნახვა
გაზიარება

ამ ადამიანმა აღიარა დანაშაული, წავიდა ციხეში, დაადეს ჯარიმა, წაართვეს მანქანები. ამ ეტაპზე გზაშია, რომ მივიდეს რუსთავამდე თუ სადაც მიჰყავთ, ციხემდე – მისი სახლიდან იყო ამოღებული ე.წ. ფლეშკები და მსგავსი რაღაცები და 6.5. მლნ დოლარი, რომელიც ასევე ჩამოერთვა და მიემართა სახელმწიფო ბიუჯეტში, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატმა, მიხეილ შაყულაშვილმა მას შემდეგ განუცხადა, რაც ყოფილი პრემიერი დააკავეს.

როგორც შაყულაშვილმა აღნიშნა, ირაკლი ღარიბაშვილს ღვინის ქარხანა არ ჩამოერთმევა.

„როგორც მოგეხსენებათ, როცა ბიზნესი მუშაობს, იგივე ღვინის ინდუსტრია, იგივე ნებისმიერი ბიზნესი, ამას უნდა საგადასახადო დოკუმენტაციის შევსება, როგორც თვიური, ასევე წლიური და ა.შ. ამით აკონტროლებს სახელმწიფო იმ შემოსავლებს, იმ დღგ-ს, გადასახადებსა და ყველაფერს. რადგან არ იყო აქ შევსებული ეს დეკლარაციები, ეგ არის ზუსტად დანაშაული. შემოსავლები კი არ დამალა, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია ჰქვია ამ ყველაფერს.

ირაკლი ღარიბაშვილს არავისთვის არც მიუცია, არც აპირებს და არც მომავალში დააპირებს ვინმეზე ჩვენების მიცემას. ითანამშრომლა საკუთარ თავზე. ამ ეტაპზე არავის არაფერი არ უსაუბრია, ან ახალ ბრალზე, ან ძველ ბრალზე, ან იმაზე, ან ამაზე. წაუყენეს ბრალდება ე.წ. ფულის გათეთრებაში, ამ ადამიანმა აღიარა დანაშაული, წავიდა ციხეში, დაადეს ჯარიმა, წაართვეს მანქანები და ამ შემთხვევაში, ამ ეტაპზე გზაშია, რომ მივიდეს რუსთავამდე თუ სადაც მიჰყავთ, ციხემდე.

ჩვენი მხრიდან გამოძიებას წარვუდგინეთ საბანკო მიზნობრივი ხელშეკრულებები სესხის, ერთი სესხი იყო ის, რომ შეეძინათ მიწა და აეშენებინათ ქარხანა. მეორე სესხი იყო ის, რომ შეეტანათ აპარატურა და ეს აპარატურა გაემართათ და ემუშავათ. დღემდე მიდის ამის დაფარვა ყოველთვიურად, მიზნობრივად. არ ჩამოერთმევა [ქარხანა] იმიტომ, რომ ბრალის ფორმულირებაც კი გაკეთდა იმის გამო, რომ რეალურად შეძენილი ჰქონდა ამ ადამიანს. ამასთან, ის ოქროები და საათები და ა.შ ნივთები, არცერთი ირაკლი ღარიბაშვილის არ ყოფილა. მისი სახლიდან იყო ამოღებული ე.წ. ფლეშკები და მსგავსი რაღაცები და 6.5. მლნ დოლარი, რომელიც ასევე ჩამოერთვა და მიემართა სახელმწიფო ბიუჯეტში. იმიტომ არ არის სამოხელეო დანაშაული, რომ მის სამსახურებრივ საქმიანობასთან ქარხნის ფუნქციონირება, აწყობა, რემონტი და ა.შ. არ არის დაკავშირებული. მე ვმუშაობ, პრემიერ ვარ, მაგრამ მაქვს ბიზნესი, ცალკე, რომელსაც არ ვარეგისტრირებ და ამიტომაც მივიღე სასჯელი. ისეთი მუხლი აქვს წარდგენილი, რომ ჩვენება საერთოდ არ არის საჭირო. არის საგადასახადო ამონაწერები, სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული დოკუმენტაცია. იქ წერია, რა გადაიხადა, რა აქვს და რა არ აქვს“,- განაცხადა მიხეილ შაყულაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა – მას სასჯელის სახედ და ზომად 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. პროკურატურის განცხადებით, ღარიბაშვილს ასევე, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 1 მილიონი ლარის ოდენობით, ასევე ჩამოერთმევა დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად მიღებული და მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული თანხა.

გაზიარება102

დაკავშირებული -პოსტები

ქუთაისში ქვეითს ავტომობილი დაეჯახა

თებერვალი 17, 2026
2.8k
მთავარი

ქუთაისში ქვეითს ავტომობილი დაეჯახა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ ბალახვანში, წერეთლის ქუჩაზე მოხდა. როგორც თვითმხილვლები ამბობენ ავტომობილი შუა ხნის ქალს დაეჯახა. მათივე თქმით, ქალი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ უგონო მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანა....

დაწვრილებითDetails

ყოფილი ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი სუს-ში გამოკითხვაზე იყო

თებერვალი 17, 2026
87
მთავარი

ჩვენ განვიხილეთ საქართველოს გაზის მომარაგების საკითხი , - ამის შესახებ ყოფილმა ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა სუს-ში გამოკითხვის დასრულების შემდეგ მედიასთან განაცხადა. ლევან დავითაშვილის თქმით, განიხილეს ის, თუ როგორ უნდა მოხდეს მომავალში საქართველოს სტაბილური გაზმომარაგება. „ალბათ,...

დაწვრილებითDetails

„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს

თებერვალი 17, 2026
923
მთავარი

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 18 თებერვალს, 11:00-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში სოფელ დიღომში, დიდ დიღომსა და მიმდებარე ტერიტორიაზე; 12:00-დან 13:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის...

დაწვრილებითDetails

კრიმინალური ავტორიტეტი ჯუმათა, ოზურგეთში, საკუთარ ავტომობილში ააფეთქეს

თებერვალი 17, 2026
1k
მთავარი

ოზურგეთში ტეორორისტული აქტი განხორციელდა – 55 წლის მამაკაცი საკუთარ ავტომობილში ააფეთქეს - ინფორმაციას "გურიის მოამბე" ავრცელებს. როგორც ადგილიდან გვატყობინებენ. ამ წუთებში ტერორისტული აქტი განხორციელდა ოზურგეთში. 55 წლის ზვიად ჯინჭარაძის (მეტსახელად...

დაწვრილებითDetails

მესტიაში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

თებერვალი 17, 2026
108
მთავარი

მესტიაში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ადგილზე სახანძრო-სამაშველო და საპატრულო პოლიციის ბრიგადა იყო მობილიზებული.   ცეცხლის გაჩენის სავარაუდო მიზეზი ელექტროენერგიის გადამცემი კაბელებია.   საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა.

დაწვრილებითDetails

ბრალდება სრულიად მიუღებელია – ნინო ქადაგიძე-ჟვანია

თებერვალი 17, 2026
213
მთავარი

უბედურება, რაც მოხდა, ტრაგედიაა ჩვენთვის. მეორე - ადამიანს, რომელმაც არ იცოდა, დააბრალო და ასეთი ბრალდება წაუყენო, ეს კიდევ მეორე ტრაგედიაა, - ამის შესახებ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას მეუღლემ ნინო ქადაგიძე-ჟვანიამ „ინტერპრესნიუსს“...

დაწვრილებითDetails

ინდური, არაბული და მექსიკური კვების ობიექტები – სეს-მა კვების 7 ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა

თებერვალი 17, 2026
43
მთავარი

🔉 კრიტიკული შეუსაბამობები საზოგადოებრივი კვების ობიექტებში‼️ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 7 ბიზნესოპერატორს საწარმოო პროცესი შეუჩერა. ℹ️ 13 თებერვალს, თბილისის მასშტაბით, სააგენტომ 19 ობიექტში ჩაატარა გეგმური და არაგეგმური ინსპექტირება.შედეგად, 7 ობიექტზე გამოვლინდა...

დაწვრილებითDetails

მე დავამტკიცებ, რა იყო ამ მკვლელობის მოტივი – რას ამბობს ნიკო კვარაცხელიას დედა

თებერვალი 17, 2026
92
მთავარი

ბესარიონ ჟვანიას დედამ პირობა მომცა: „თუ ჩემი შვილი ამ საქმის ფიგურანტი იქნება, ჩემი ხელით ჩავაბარებ პროკურატურას“. საინტერესოა, დღეს რას გვეტყვის მისი დედა, - ასე ეხმაურება მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედა იზა ომაძე...

დაწვრილებითDetails

გარემოს ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს

თებერვალი 17, 2026
579
მთავარი

18 თებერვლის დღის ბოლოდან 19 თებერვლის დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია ნალექი წვიმის სახით, ზოგან ძლიერი, დასავლეთის ძლიერი ქარი და ზღვაზე 4-6 ბალამდე შტორმი. ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია თოვა, ზოგან ძლიერი,...

დაწვრილებითDetails

ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას შვილის ძებნა გამოცხადდა

თებერვალი 17, 2026
144
მთავარი

საქართველოს პროკურატურა ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად, განზრახ მკვლელობის ორგანიზების საქმეზე, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას შვილის, ბესარიონ(ბუსა) ჟვანიას მიმართ ძებნას გამოაცხადებს. როგორც თბილისის პროკურორმა გიორგი მიქაიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, პროკურატურა ბრალდებულ...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».