ქართველ მწერალ გურამ დოჩანაშვილს დღეს დაკრძალავენ, იქამდე კი სამების საკათედრო ტაძარში მწერლის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება. გურამ დოჩანაშვილის ცხედარი სამების ტაძარში გუშინ დაასვენეს.
მწერალს, მისივე სურვილით, საბურთალოს სასაფლაოზე, შვილის გვერდით დაკრძალავენ.
გურამ დოჩანაშვილი 3 აპრილს გარდაიცვალა. ის 1939 წლის 26 მარტს ქ. თბილისში დაიბადა. 1962 წელს დაამთავრა თსუ-ის ისტორიის ფაკულტეტი. 1968 წელს გურამ დოჩანაშვილი მწერალთა კავშირში მიიღეს. გურამ დოჩანაშვილის პირველი მოთხრობები 1961 წელს დაიბეჭდა ჟურნალ „ცისკარში“. მწერალი არის ლიტერატურული პრემია – “საბას” ლაურეატი ნომინაციაში – “ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის”.
გურამ დოჩანაშვილის გამორჩეული ნაწარმოებებია – „სამოსელი პირველი“, „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“, „ვატერ(პო)ლოო ანუ აღდგენითი სამუშაოები“, “თავფარავნელი ჭაბუკი”, “ლოდი ნასაყდრალი” .