ნიუ-იორკის გუბერნატორს, ენდრიუ კუომოს უკვე მეორე თანაშემწე სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს, რის გამოც დამოუკიდებელი გამოძიება დაიწყო – ამის შესახებ უცხოური მედია სტატიას აქვეყნებს.
როგორც გამოცემა წერს, გუბერნატორმა განმარტა, რომ ახალგაზრდა თანაშემწემ მისი შეკითხვები არასორად აღიქვა და ის ამის გამო, წუხს. ასევე, შტატის მაცხოვრებლებს გუბერნატორმა გამოძიების დასრულებამდე დასკვნების გაკეთებისგან თავშეკავება სთხოვა. 25 წლის შარლოტა ბენეტი კი სხვა სამსახურში გადავიდა. მან მედიასთან განაცხადა, რომ გუბერნატორი სექსუალური შინაარსის კითხვებს უსვამდა, რაც მას უხერხულ მდგომარეობაში აყენებდა.
“უზარმაზარი საზოგადოებრივი და პოლიტიკური ზეწოლის ქვეშ, გუბერნატორის აპარატმა მთავარ პროკურორს სთხოვა, რომ დამოუკიდებელი გამოძიება ჩატარებულიყო სექსუალური შევიწროების შესახებ. კვირას საღამოს, მისტერ კუომომ ერთგვარი ბოდიში მოიხადა და თქვა: “ვაღიარებ, რომ ჩემს მიერ ნათქვამი ზოგიერთი სიტყვა არასწორად არის აღქმული, როგორც არასასურველი ფლირტი. რადგან ის ასე გრძნობდა, ნამდვილად ვწუხვარ ამის გამო.” – აღნიშნა კუომომ.
25 წლის შარლოტა ბენეტმა, გუბერნატორის ყოფილმა თანაშემწემ, კუომოს მხრიდან სექსუალური შევიწროების შესახებ The New York Times- ს ესაუბრა. გოგონა ამბობს, რომ 63 წლის კუომომ მას სექსუალური ცხოვრების შესახებ კითხვები დაუსვა. გუბერნატორს აინტერესებდა ჰქონია თუ არა შარლოტას ხანდაზმულ მამაკაცებთან სექსუალური ურთიერთობა.
ქალბატონმა ბენეტმა ამის გამო ადმინისტრაცია დატოვა. მან გაიხსენა შემთხვევა, როცა მარტო იყო გუბერნატორთან ერთად კაპიტოლიუმის ოფისში, მისტერ კუომომ ჰკითხა, ფიქრობდა თუ არა, რომ ასაკი რომანტიულ ურთიერთობებსა და სექსუალურ ურთიერთობებზე გავლენას ახდენდა.
“მივხვდი, რომ გუბერნატორს ჩემთან სექსუალური კავშირის დამყარება სურდა და თავს არასასიამოვნოდ და ვგრძნობდი. ვფიქრობდი, რომ, მისგან თავი უნდა დამეღწია და ჩავთვალე, რომ ეს ჩემი საქმის დასასრული იყო. ახლა, სხვა სამსახურში ვარ და თავს კარგად ვგრძნობ. ვაპირებ ვიარო წინ და წინ.” – განუცხადა ქალბატონმა ბენეტმა Times- ს.
თავად კუომო Times–სთვის გაკეთებულ განცხადებაში ამბობს, რომ ის მხოლოდ მენტორის სტატუსით მოქმედებდა და არასოდეს უცდია ქალბატონ ბენეტთან ფლირტი და გაუმართლებელი საქციელი. მან ნიუ-იორკის მაცხოვრებლებს სთხოვა შედეგებს დაელოდონ, სანამ მას განსჯიან და დასკვნებს გააკეთებენ.
გუბერნატორი განმარტავს, რომ მისმა თანაშემწემ საუბრისას უთხრა, რომ ის სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო. კუომო კი ცდილობდა, მას დახმარებოდა და სწორედ ამ მიზეზით ესაუბრებოდა ახალგაზრდა შარლოტას სექსუალურ თემაზე.” – წერს გამოცემა.