ქუთაისში საგზაო-სარეაბილიტაციო სამუშაოები მთელი ქალაქის მასშტაბით გრძელდება. ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში მიმდინარეობს გრიშაშვილის ქუჩის რეაბილიტაცია. მოწესრიგდება გზის საფარი და ფეხით სავალი ნაწილი.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს „ნიუპოვერი“ ასრულებს . გრიშაშვილის ქუჩის რეაბილიტაციისთვის 925 ათასი ლარია გამოყოფილი.
სამუშაოები ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ და საკრებულოში უქიმერიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა ამირან კოპალეიშვილმა დაათვალიერეს.
„გრიშაშვილის ქუჩა ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩაა, ქალაქის ისტორიულ უბანშია და ამ ქუჩის რეაბილიტაცია ძალიან მნიშვნელოვანია ქუთაისისთვის. მიმდინარეობს გზის საფარის და ტროტუარების მოწესრიგება. დასრულების შემდეგ , გრიშაშვილის ქუჩა იქნება ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და გადასაადგილებლად კომფორტული ქუჩა, როგორც ავტოტრანსპორტისთვის, ასევე ფეხით მოსიარულეთათვის“- განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.