ქუთაისში სავაჭრო ცენტრში “გრანდმოლი” მდებარე ოქროულობის მაღაზიაში რამდენიმე თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა – ამის შესახებ “მეგა ტვ”-ს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსმა გოჩა გიორგიძემ განუცხადა.
მისივე თქმით თანამშრომლები თვითიზოლაციაში არიან გადაყვანილები. როგორც მან ჩვენთან საუბრისას აღნიშნა “გრანდმოლში” ხვალ სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება.
ასევე დაგაინტერესებთ:
სად და როგორ პირობებში იმყოფებიან “გრანდმოლის” თანამშრომლები