გორის მუნიციპალიტეტში, ერთ-ერთ სოფელში მცხოვრები 17 წლის გოგონას ადგილსამყოფელის დადგენას ოჯახი მეორე დღეა ცდილობს.
ოჯახის ვერსიით, გოგონა, სავარაუდოდ, ცოლად მოყვანის მიზნით მოიტაცეს.
შსს-ს ინფორმაციით, 17 წლის გოგონას ადგილსამყოფელის დასადგენად საგამოძიებო მოქმედებები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ფაქტზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა).