გორი-ხაშურის მონაკვეთზე დღეს დილით მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 10 ადამიანიდან რვა კვლავ საავადმყოფოში რჩება.
დაშავებულებიდან ერთი, მძიმე მდგომარეობაში მყოფი შუახნის ქალი, ქარელის ცენტრალური საავადმყოფოდან თბილისში სპეციალიზირებულ კლინიკაში გადმოიყვანეს. ექიმების განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.
რაც შეეხება სხვა პაციენტებს, რომლებიც გორის, ქარელის და ხაშურის საავადმყოფოებში რჩებიან, მედიკოსების ინფორმაციით, არცერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შეგახსენებთ, რომ დღეს დილით საჩხერიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი სამგზავრო მიკროავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გადაბრუნდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, 10 კი დაშავდა.