ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ კონკურის #მოვუაროთსკოლას პირველ ადგილზე გასული ქალაქ გორის N9 საჯარო სკოლა დააჯილდოვა.
” ჩვენ ვეწვიეთ გორის N9 საჯარო სკოლას, რომელიც გავიდა პირველ ადგილზე 2019 წლის კონკურსში. საჩუქრად, ჯილდოს სახით გადავეცით სმარტბორდი . ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ გორის საჯარო სკოლა რამდენიმე წლის წინ რეაბილიტირდა, შედეგად 700-ზე მეტ მოსწავლეს აქვს საშუალება განახლებულ სასწავლო გარემოში მიიღოს განათლება” – განაცხადა ფონდის დირექტორმა მაგდა მაღრაძემ.
კონკურსი სასწავლო წლის დასაწყისში დაიწყო და მასში ფონდის მიერ რეაბილიტირებულ საჯარო სკოლებს შეეძლოთ მონაწილეობის მიღება.
შედეგად, გამოვლინდა სამი გამარჯვებული სკოლა, რომლის ადმინისტრაციამაც მოვლის გრძელვადიანი, თანმიმდევრული გეგმა შეიმუშავა და დანერგა.