“გოლები გაგვაქვს,სამწუხაროდ პრობლემა ის არის რომ საჩუქრებს ვარიგებთ. ეს იყო “დინამო” ,დღევანდელი მატჩიც.როცა ასეთ გუნდებთან პატარ-პატარა საჩუქრებს არიგებ ძვირად დაგიჯდება.მე მინდა ჩემს ფეხბურთელებს ვუთხრა მეტი ყურადღება გამოიჩინონ და გამოვიჩინოთ ყველამ ერთად და სწორი დასკვნები გამოვიტანოთ თამაშებიდან.ჩვენ ყველა თამაშზე გამოვდივართ მოსაგებად. სამწუხაროდ დღევანდელი რეალობიდან ვერ ვაკეთებთ ამბიციურ განცხადებებს,მაგრამ “დინამო” ბათუმთან მაქსიმალურად ვიბრძოლებთ რომ გავიმარჯვოთ”- საფეხბურთო კლუბ “გაგრას” მთავარი მწვრთნელი გაგა კირკიტაძე.
შეგახსენებთ რომ ეროვნული ლიგის მე-4 ტურში “გაგრა” ქუთაისის ” ტორპედოსთან ” 1-3 დამარცხდა .