ეროვნული ლიგის მე-5 ტური იმერული დერბით დასრულდა.
წყალტუბოს “სამგურალმა” ქუთაისის “ტორპედოს” უმასპინძლა. იმ შემთხვევაში თუ გასაოცარ მატჩს და გოლებს ელოდებოდით, სამწუხაროდ იმედების გაცრუება იწვნიეთ.
ორივე კლუბის მხრიდან იყო გოლის გატანის მცდელობა,მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა იმისათვის რომ სასურველი 3 ქულა მოეპოვებინათ.
გიორგი ჭელიძისა და კახა ჩხეტიანის ჭიდილი მოედანზე მეგობრული შედეგით დასრულდა,ისე როგორც იმერეთს შეშვენის, 0-0.
აქვე გეტყვით ,რომ მე-5 ტურის შემდეგ “ტორპედო” სატურნირო ცხრილში 9 ქულით მე-3 ადგილზეა, “სამგურალი” კი 7 ქულით მე-4 პოზიციას იკავებს .