გოგო Facebook live-ში ამბობს, რომ დღის საათებში ორ მანქანას შორის სროლაში მოყვა.
“მოვდიოდი ქობულეთიდან და ბენზეში ვიღაცამ საავარიო მანევრი გააკეთა, “აბგონი” გამიკეთა, იარაღი ამოიღო და ამიტეხა სროლა, უკან იყო მეორე მანქანა, რომელიც ასევე ისროდა, დღისით, მზისით. იმას კიარ ვამბობ, რომ ვინმე მე მესროდა. მართლა შოკში ვარ.
ჩვეულებრივად იარაღი ამოიღო, ჯარის ფორმა ეცვა, საჭესთან ვინც იყო, იმან არა, გვერდით ვინც ეჯდა, იმან ამოიღო იარაღი და დაიწყო სროლა, ჩემ გვერდით ამოიღო და ისროლა, უკანაც ისროდნენ და არ ვიცი, ჩახოცეს თუ რა ქნეს ერთმანეთი, ლამის მოვკვდი, ძლივს გამოვასწარი”, – ყვება გოგო.
მოგვიანებით მან დაწერა, რომ ბათუმის სამმართველოში იმყოფებოდა და ორივე მანქანის მძღოლის ვინაობა დადგენილია.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ფორმულას უთხრეს, რომ განცხადების საფუძველზე გამოძიება დაიწყეს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.