პარტია “თავისუფალი საქართველოს” იმერეთის ბიუროს ხელმძღვანელს გოგი წულაიას ოპერაცია გაუკეთეს – ამის შესახებ გოგი წულაიას ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე ვკითხულობთ.
“მოგესალმებით , გოგი წულაიას ოფიციალური გვერდის ადმინისტრაცია .
თქვენთვის გვაქვს ძალიან პოზიტიური და სასიხარულო ინფორმაცია , ბატონი გოგის ოპერაცია წარმატებით ზედმეტი გართულების გარეშე დასრულდა .
მადლობა თითოეულ თქვენგანს მხარდაჭერისთვის და გვერდში დგომისთვის. ❤️”
როგორც პოლიტიკოსის თანაპარტიელი ვეფხია მიქაუტაძე აცხადებს, გოგი წულაის გულის ოპერაცია ჩაფიძის კლინიკაში 5 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. მისი მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.
პოლიტიკოსს გულის ოპერაციას დღეს თბილისში, ჩაფიძის კლინიკაში ჩაუტარდა.
გოგი წულაია ინფარქტით საავადმყოფოში 16 სექტემბერს გადაიყვანეს, მისი მდგოამრეობა მძიმე, მაგრამ სტაბილური იყო. სწორედ მისი ჯანმრთელობის მწვავე მდგომარეობის გამო ოპერაცია რამდენიმე დღით გადაიდო.