თბილისში, საკუთარ სახლში ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი დაჭრეს. ინფორმაცია ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გოგი თოფაძემ დაუდასტურა.
როგორც თოფაძე ამბობს, მის შვილიშვილს 4 ჭრილობა აქვს მიყენებული და ახლა საავადმყოფოში, უგონო მდგომარეობაშია.
თოფაძის თქმით, შემთხვევა დილით მოხდა. მისივე თქმით, მისი შვილი სავარაუდო დამნაშვეს შორიდან იცნობს.
„დილის 5:00 საათზე დაჭრეს, სახლში შემოუვარდნენ ჩემს შვილს. ახლა მოვედი საავადმყოფოდან, ოპერაცია გაუკეთეს, 4 ჭრილობა აქვს მიყენებული და ჯერ უგონოდ არის.
ჩემთან სახლში მე-4 სართულზე, ჩემი შვილიშვილის სტუმრები იყვნენ, გოგოებიც ჰყავდათ, ბიჭებიც, ქეიფობდნენ, შემოვარდა ის კაცი. მანამდე დაურეკა ერთ-ერთს, ქალს, რომელიც ჩვენთან იყო, რაღაც აინტერესებდა ეტყობა. ეს ადამიანი, ვინც ჩემი შვილიშვილი დაჭრა, არ იყო სტუმარი. დაურეკა ერთ-ერთ სტუმარს, ეს არისო მანდო? კი, ჩვენ ვართო და გამოვარდა, ეზოდან შემოვიდა. ამ პიროვნებას მგონი ჩემი შვილიშვილი შორიდან იცნობდა, მაგრამ იმას სხვა ქალბატონი აინტერესებდა, ამიტომ გააკეთა ეს ყველაფერი – არ ვიცი, ასე მეუბნებიან მაგის ნაცნობები და მეგობრები“ , – განაცხადა გოგი თოფაძემ.
არსებული ინფორმაციით, დაჭრილია კიდევ ერთი პირი. სავარაუდო თავდამსხმელი, როგორც გავრცელდა ცნობილია.