ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის განახლებამდე 2 დღე რჩება და გუნდებმა ბოლო საკონტროლო მატჩები გამართეს. გოგა ბითაძის “ინდიანა” “სან ანტონიოსთან” 111-118 დამარცხდა. თავად ბითაძე გუნდს, წინასასეზონო შეხვედრებში, მუხლის ტრავმის გამო ვერ დაეხმარა. მისი მოედანზე დაბრუნების ზუსტი თარიღი უცნობია.
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია კორონავირუსის გამო ოთხთვიანი იძულებითი შეჩერების შემდეგ, სტარტს 31 ივლისს ორლანდოს DISNEY WORLD-ში აიღებს. ინდიანა პირველ მატჩს 2 აგვისტოს 03:00 საათზე, ფილადელფიას წინააღმდეგ გამართავს.