გლობალური საჰაერო მიმოსვლა კორონავირუსის პანდემიამდე არსებულ მდგომარეობას 2024 წლამდე ვერ დაუბრუნდება. ინფორმაციას ამის შესახებ euronews-ი ავრცელებს.
საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციაში აცხადებენ, რომ აღნიშნული პროგნოზის მიზეზი აშშ-სა და განვითარებადი ეკონომიკის ქვეყნებში კორონავირუსის შემთხვევების ზრდადი მაჩვენებელია.
ამას ემატება კორპორატიული მოგზაურობის შემცირება და მომხმარებელდა ნდობის მაჩვენებლის შემცირება. ამის მიზეზი კი კორონავირუსით დაინფიცირების შიშია.
შეგახსენებთ, რომ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებით, ივნისში საერთაშორისო ტრეფიკი 96,8 პროცენტითაა შემცირებული