”Facebook” მომხმარებელი გიორგი გულიკაშვილი, ”ქართული ოცნების” დეპუტატის, ბეჟან წაქაძის განცხადებას ეხმაურება.
“ვისაც მიწა აქვს და არ ამუშავებს, მოცდენის გადასახადი უნდა დაეკისროს” – ეს ბეჟან წაქაძეა , ქოცნების დეპუტატი..
მივმართავ ქოცნების ხელმძღვანელობას:
თქვენში ჭკუა რომ დეფიციტურია, ეგ არაა ახალი ამბავი, მაგრამ მხოლოდ ე.წ პულტზე თითის დასაჭერად რომ გიწყვიათ დეპუტატები პარლამენტში, გთხოვ სხვა დავალებებს ნუ აძლევთ და ნუ ალაპარაკებთ..
თუ ის ფაქტი გახარებთ რომ პარტიაში თქვენზე შტერებიც მრავლად გყავთ და მაგიტომ ალაპარაკებთ, მერწმუნეთ ეგეც თქვენზე მუშაობს ცუდად…ტყუილად გიხარიათ.)))
ზოგიერთი გვამ- დეპუტატის საპასუხოდ კი უნდა ვთქვათ:
გლეხს რომ ჯარიმის ფული ჰქონდეს, მიწას დაამუშავებდა იდიოტო..
“მიწის მოცდენის გადასახადი” (ანუ ჯარიმა) კი არ უნდა დაუწესოთ, უნდა ხელი შეუწყოთ, რომ მიწა დაუმუშავებელი არ დარჩეს..
მიზეზებს ებრძოლეთ პრობლემებისა..
გაჭირვებულს ხარკს კი ნუ დააკისრებთ მონღოლივით…
***
თავად წაქაძის ქონება იხილეთ ახლა :
ბეჟან წაქაძის და მისი მეუღლის ნონა ბურკაძის საკუთრებაში 11,5 მილიონი ლარის უძრავი ქონებაა – 9 მიწის ნაკვეთი; 4 ბინა, მათ შორის უკრაინის დედაქალაქ კიევში; 3 აგარაკი (მცხეთის რაიონის სოფელ წოდორეთში, თბილისთან წავკისში, ზესტაფონის სოფელ მეორე სვირში), 5 ავტოფარეხი და სამი სხვა ქონება – ტერასა, სახელოსნო, დამხმარე ნაგებობა.
მის საკუთრებაშია 8 ფერწერული ტილო – ბ. შერპალოვი, ნატურმორტი; ო. ტიმჩენკო, “პრინცესა”; ო. ტიმჩენკო, “თაიგული”; ბ. შერპალოვი, “გემი”; ე. ახვლედიანი, პეიზაჟი, “ზამთარი”; ე. ახვლედიანი, “ბელინსკის ქუჩა”; ი.ჯუღაშვილი (ი.სტალინი), “თაიგული”; გ. ბუღაძე, პეიზაჟი. ტილოების საერთო ღირებულება შეძენის მომენტისთვის (2013-2014 წლებში) 676 500 ლარია.
ბეჟან წაქაძე ასევე ფლობს შოპარდის საათს, ღირებულებით 49 500 ლარი; ცეცხლსასროლ იარაღს მოოქროვილი პარაბელუმით – 82 500 ლარი; ცეცხლსასროლ იარაღს მაუზერი, ხის ჩასადებით (კაბურით) 37 950 ლარი; მსუბუქ ავტომანქანას Reng-Rover (FF008FF) ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით მისი ღირებულებაა 613 800 ლარი; მსუბუქი ავტომანქანა MERSEDES-BENZ (SP509SP) 2020 წლის ნასყიდობა – დეკლარაციის მიხედვით მისი ღირებულებაა 660 000 ლარი.
ბეჟან წაქაძე წილს ფლობს 8 კომპანიაში: შპს სოლიდი საქართველო 40 %; შპს ლა გრანდე დიმორა 50 %; შპს დავით ტატიშვილის სპორტული მედიცინის და რეაბილიტაციის ცენტრი 50 %; შპს მაგნოლია 100 %; შპს ჯდჯ იმერეთი 100 %; შპს პალასი საქართველო 100 %; შპს პლაზა საქართველო 100 %; შპს ჯორჯიან დეველოპმენტ გრუპ + საქართველო 50 %.”..
***
ასე ხდება ხოლმე როდესაც ხალხის მძარცველებსა და ავაზაკებს ხელისუფლებაში ვირჩევთ…
– განაცხადა გიორგი გულიკაშვილმა
ცნობისთვის :ამ ინიციატივით წაქაძემ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, ლევან დავითაშვილს მიმართა. დავითაშვილი , მინისტრის საათის ფარგლებში, პარლამენტში მოხსენებით წარსდგა.