“ევროპული საქართველოს” ლიდერმა, გიგა ბოკერიამ 5 ივლისს განვითარებული მოვლენებისა და ძალადობის ფაქტებზე საუბრისას განაცხადა:
“ დახურულ კინოთეატრში რომ იყვირებ, ხანძარიაო და ხალხი ერთმანეთს გადათელავს. ეგ არის, რასაც შვებიან ეს ჯგუფები. თუ შენ იძახი, რომ ხანძარია და იღუპება ქვეყანა, სამშობლოს გვართმევენ, მერე გამოდის ეს ხალხი და ცხრა ძმა ხერხეულიძეო და მაგალითები მოჰყავს ხალხის, რომელიც შეაკვდა მტერს, რომელიც იარაღით მოდიოდა ძალადობით და ასი ათასი მოწამის მაგალითი მოჰყავს, ხალხი, რომელიც შეეწირა, რომ მათზე ძალადობდნენ ფიზიკურად და ამ დროშით ძალადობენ მოქალაქეებზე, ჟურნალისტებზე, აქტივისტებზე, უმცირესობის ჯგუფებზე და ჩვენ დავიცავთ სამშობლოსო. ეს პროპაგანდა მნიშვნელოვანწილად მოდის საპატრიარქოსგანაც და ამაზე თვალი არ უნდა დავხუჭოთ”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ “tv პირველის” ეთერში.