კლინიკური ონკოლოგი, რეზიდენტი გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
ღოღობერიძე აცხადებს, რომ თუ მთავრობა გვერდით დაუდგება, ხელმისაწვდომ ფასებზე ორიენტირებულ კლინიკასა და აფთიაქს გახსნის.
“პრემიერმა თქვა, ზოგიერთ მედიკამენტზე ფასი ხელოვნურად არის გაზრდილი 300-400%-ითო.
აი, 4-5 თვეა შუაზე ვიხევი, რომ ხელმისაწვდომ ფასებზე ორიენტირებული კლინიკა და აფთიაქი გავხსნა.
დღეში 2-3 ბიზნესმენს ვხვდები და ტვინს ვუდუღებ, რომ ამ იდეაში ამყვნენ.
მთავრობა უბრალოდ დამიდგეს გვერდით, ცოტათი მაინც წამომიკრას ხელი და იქნება ისეთი აფთიაქები, სადაც არაფერი გაიყიდება 300-400%-ით ძვირად. ხალხიც სარგებელს ნახავს და სახელმწიფოც იხეირებს.
სახელმწიფოს ზღვა რესურსი აქვს და მათ ეს არ დაუჯდებათ ძვირი. ყველა ეტაპს მივხედავ, ყოველგვარი პოლიტიკური და ფინანსური სარგებლის გარეშე.
მე ჩემითაც მივაღწევ ამ მიზნებს, უბრალოდ, რამდენიმე წელი დამეხარჯება და მათი თანადგომისთ ეს ყველაფერი რამდენიმე თვეში იქნება”, – წერს ღოღობერიძე სოციალურ ქსელში