გიორგი გახარიამ მედიასთან უკანონო მოსმენების შესახებ კითხვასაც უპასუხა.
„თუ გულისხმობთ იმ ჩანაწერებს, რომელიღაც ტელევიზიაზე რაც გაუშვეს, ამაზე თუ გინდათ სერიოზულად ვისაუბროთ, პირველ რიგში რა თქმა უნდა ამაში პირველი ვინც უნდა ჩაერთონ – საგამოძიებო ორგანოებია, რომლებმაც უნდა გვითხრან საერთოდ რა არის ეს“ – ამბობს გახარია.
გიორგი გახარია პირადი ცხოვრებით შანტაჟს ამორალურს და მიუღებელს უწოდებს და ხაზს უსვამს, რომ 2012 წელს თავად ქართული ოცნება სწორედ მსგავს პრაქტიკას ებრძოდა.
„კატეგორიულად მიუღებელია, ჩვეულებრივი სიბინძურის და ამორალურობის მაჩვენებელია ჩემთვის, როდესაც მითხრეს, რომ ეს ჩანაწერები პირადი ცხოვრების რაღაც მომენტებით იყო გაჯერებული. ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს პირადი ცხოვრებით შანტაჟი! რომელსაც ასევე ქართული ოცნება 2012 წლის დაწყებიდან ებრძოდა“- ამბობს გახარია.