პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას შეხვედრა გუბერნატორებთან. შეხვედრის მონაწილეები კანცელარიაში არიან შეკრებილი. გიორგი გახარიამ უკვე დაასახელა ოთხი მხარის ახალი გუბერნატორი.
ირკვევა, რომ შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულად მამუკა საღარეიშვილი დაინიშნა. მამუკა საღარეიშვილი 2005 წლიდან, შინაგან საქმეთა სამინიტროში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობს.
გურიაში სახელმწიფო რწმუნებული, ასევე, შსს-ს კადრი გიორგი გახოკია იქნება, რომელიც 2014 წლიდან მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე, მათ შორის – იყო ადმინისტრაციის უფროსი, ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე.
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებული პარმენ მარგველიძე იქნება, რომელიც ამ პოსტზე უკვე მუშაობდა.
რაც შეეხება მცხეთა-მთიანეთს, იქ გუბერნატორი იქნება დავით ნოზაძე იქნება, რომელიც პროფესიით იურისტია და კერძო სექტორში მუშაობდა.
რაც შეეხება აჭარის პოლიციის სამხარეო სამმართველოს უფროსს კოტე ანანიაშვილს, ის სწორედ სახელმწიფო რწმუნებულებთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის თანაშემწე ხდება და, როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, “რწმუნებულებთან ყოველდღიურ ურთიერთობას სწორედ კოტე ანანიაშვილი უხელმძღვანელებს”