22 ივლისს, პოლონეთის ეროვნული პოლიციის დღისადმი გამართული საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს პოლიციის ატაშე პოლონეთის რესპუბლიკაში გიორგი გამსახურდია, პოლონეთის შინაგან საქმეთა და ადმინისტარციის მინისტრის მიერ დაჯილდოვდა პოლიციის ცენტრალური საგამოძიებო ბიუროს საიუბილეო მედლით, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის და პოლიციის ცენტრალური საგამოძიებო ბიუროს საქმიანობაში დახმარებისათვის.
გიორგი გამსახურდიას მედალი გადასცა პოლონეთის ეროვნული პოლიციის მთავარი კომენდატურის, პოლიციის ცენტრალური საგამოძიებო ბიუროს კომენდანტმა, გენერალ მაიორ პაველ პულტოჟიცკიმ.