“რა დარჩენიათ მათ, როდესაც ენას ძვალი არ აქვს და შეგიძლია ილაპარაკო რაც მოგესურვება, გაისროლო ყველა დაპირება, რომლის უკან არ დგას არანაირი გეგმა და არანაირი შესრულების წინაპირობა” – განაცხადა ოპოზიციის 14 მილიარდიან დაპირებაზე საუბრისას განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა.
„საზოგადოება თვალნათლივ ხედავს, რადგან ამ კონკრეტულ შემთხვევაზე თავად ჰქონდათ ღიმილის მომგვრელი მომცველი პასუხი, რომ რაღაც ეროვნული ფონდებიდან მოიზიდავდნენ ამ თანხებს“, – აღნიშნა გიორგი ამილახვარმა.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ მყისიერად 14 მილიარდის მოზიდვენ.