ქართველი პოეტი, პროზაიკოსი, ესეისტი და მთარგმნელი გივი ალხაზიშვილი 77 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.
გივი ალხაზიშვილს გამოცემული აქვს პოეტური კრებულები: „მოგონებათა ქალაქი“, „უცხო ფრინველი“, „ლექსები პოემა“, „წარსულის სარკმელი“ „დიალოგი ფიქრში“, „თვალი — სულის სანთელი“, „ქარის დევნა“, „შენ ყოველივეს ხედავ, ცაო“, „სიტყვების მოლოდინი“, „აღმოცენება“, „გული ანათებს“, „ღამეთა ფერფლი“, „მხოლოდ სიყვარულზე“, „სინათლე წვეთში“, „გამოსვლა უდროობიდან“, „ერთტომეული“, „გაღწევის სურვილი“, „ქორონიკონი“, „ქორონიკონი 2007“ და სხვა.
მისი ლექსები თარგმნილია მრავალ ენაზე: ინგლისურად, რუსულად, იტალიურად, უნგრულად, უკრაინულად, ესტონურად, მოლდავურად და ა.შ.
მიღებული აქვს ჯილდოები.
1999 წელს წიგნისათვის “გამოსვლა უდროობიდან” მიენიჭა სახელმწიფო პრემია.
2011 – საბა საუკეთესო პოეტური კრებულისთვის „ჩაბრუნებული მზერა”.