8 წლის დათის ახლობელი , მანანა ხორბალაძე ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ბოლო ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც ირკვევა სამკურნალოდ წასულ მოზარდს ოპერაცია ვერ გაუკეთეს, რადგან ტემპერატურა აქვს.
„ჩემო მეგობრებო , პატარა დათიკოს მდგომარეობა მძიმეა . დღეს ისე საოპერაციოდ უნდა გაეყვანათ, მაგრამ სიცხე აქვს. სოკო აღმოუჩინეს , რომელიც სწრაფად ვითარდება და ანეკროზებს უჯრედებს. ისრაეილის დროით, საღამოს 9 სთ-ზე ლოცულობენ მისთვის. გთხოვთ ჩვენც შევუერთდეთ დათისთვის ლოცვას. საქართველოს დროით 20 სთ-ზე “ | წერს ემიგრანტი