ახალი კორონავირუსისგან თავდაცვის მრავალ საშუალებას შორის, პირბადის ტარება ხალხში განსაკუთრებით პოპულარულია. თუმცა, ჯანდაცვის ექსპერტები გვაფრთხილებენ, რომ ის პრევენციის არც ისე ეფექტიანი საშუალებაა.
მისი დანიშნულება ბაქტერიებისგან ორგანიზმის დაცვაა, თუმცა პირბადის არასწორმა გამოყენებამ შესაძლოა, დაავადების რისკი შემცირების ნაცვლად გაზარდოს.
1. ვირუსების პერიოდში ყოველთვის ატარეთ პირბადე ხალმხრავალ და დახურულ სივრცეში, ქუჩაში ნიღბის ტარება არ არის რეკომენდებული;
2. პირბადის გაკეთების წინ სასურველია ხელების საპნით დაბანა. გამოყენებულ ნიღაბთან შეხების შემდეგაც ამავეს გირჩევთ.
3. ერთი პირბადით მხოლოდ ერთმა ადამიანმა უნდა ისარგებლოს. აუცილებელია გახსოვდეთ, რომ ერთჯერადი ნიღბის გამოყენების ვადა 1-2 საათია!
4. გაიკეთეთ პირბადე ისე რომ ფარავდეს ცხვირს, პირსა და ნიკაპს;
5. თუ მას აქვს რეზინის მარყუჟი კომფორტულად მოირგეთ ყურზე, თუ ზონარიანია – ყველა შეიკარით. ის მჭიდროდ უნდა იყოს სახეზე მორგებული;
6. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ რომ სამედიცინო ნიღბის ცისფერი მხარე ჯანმრთელ ადამიანს სნეულის დაცემინების დროს გამოყოფილი ლორწოს წვეთებისგან იცავს;
ხოლო სამედიცინო ნიღბის თეთრი მხარე ფილტრია, რომელიც მიკრობებისთვის ბარიერის შემქმნელია.
ამდენად, თუ ნიღბის თეთრი მხარე თქვენი სახისკენაა მოქცეული და ცისფერი გარეთაა, ნიშნავს რომ გაციებული ხართ და საკუთარი მიკრობებისგან გარშემომყოფთ იცავთ.
თუ ნიღბის ცისფერი მხარე თქვენი სახისკენაა მიმართული და თეთრი მხარე გარეთაა, ჯანმრთელი ხართ და გარშემომყოფთა ინფექციებს უფრთხით.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, ახალი კორონავირუსის თავიდან აცილების ყველაზე ეფექტიანი საშუალებაა ხელების ხშირად დაბანა საპნითა და წყლით ან სპირტის შემცველი ხსნარით; ხველებისა და ცემინების დროს ცხვირსახოცის ან მოხრილი იდაყვის აფარება; იმ ადამიანებთან ახლო კონტაქტისგან თავშეკავება, რომლებსაც აქვთ სიცხე, ახველებენ ან აცემინებენ; და რა თქმა უნდა, სიცხის, ხველისა და სუნთქვის გაძნელების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს.