გვინდა, გადაადგილების საშუალება მივცეთ ფერმერებს – ამის შესახებ იმერეთის გუბერნატორმა ზვიად შალამბერიძემ, საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებასა და შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით განაცხადა.
“საგანგებო მდგომარეობის გახანგძლივება გამოწვეულია იმით, რომ როგორც ჩვენი მედიკოსები აცხადებენ, კორონავირუსის პიკი ჯერჯერობით დამდგარი არ არის და სანამ სიტუაცია არ იქნება ბოლომდე კონტროლის ქვეშ, მანამდე ალბათ, ასეთ მდგომარეობაში ვიქნებით. დღის ბოლომდე დამატებით ინფორმაციას გავავრცელებთ იმასთან დაკავშირებით რა სახის შეზღუდვები გაგრძელდება ან მოიხსნება, ძირითადად, გვინდა, რომ მივცეთ გადაადგილების საშუალება იმ ფერმერებს, ვისაც მიწების აქვს დასამუშავებელი და სხვადასხვა სამუშაოები აქვთ ჩასატარებელი, რათა თავიანთი საქმე გააკეთონ. ” – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.