LIVE TV
ოთხშაბათი, მაისი 25, 2022
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

+12
megatv.ge
ახალი ამბები
No Result
View All Result
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
მთავარი მთავარი

გვაქვს ორი ფინანსური ცენტრის შექმნის იდეა – თბილისის ფინანსური ცენტრი, რომელიც თბილისის ზღვასთან განთავსდება, ხოლო გონიოში უფრო მულტიფუნქციური ცენტრის შექმნას ვგეგმავთ

დაპოსტა 2022/01/17-ში
გაზიარება

ჩვენი სურვილია, შევქმნათ საქართვლოში სპეციალური საერთაშორისო ფინანსური ზონები. ჩვენი ვარაუდით, მათი შექმნა და განვითარება ხელს შეუწყობს ინვესტიციების მოზიდვას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, თანამედროვე ფინანსური, ტექნოლოგიური სიახლეების გაზიარებას და ქვეყნის რეგიონულ ფინანსურ ცენტრად ჩამოყალიბებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ეკონომიკის მინისტრს დაავალა, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მომზადების პროცესს კოორდინაცია გაუწიოს.

„მოგეხსენებათ, რამდენიმე თვის წინ მე გავაჟღერე ინიციატივა, რომელიც ეხებოდა ქვეყანაში ფინანსური ცენტრების შექმნის იდეას. ამის თაობაზე, ჩვენ გავაფორმეთ კონტრაქტი მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან კომპანიასთან, ფინანსურ ჯგუფთან – Rothschild & Co-თან და მივიღეთ გადაწყვეტილება. მინდა, ეკონომიკის მინისტრს დავავალო, გაუწიოს კოორდინაცია ამ პროცესს, მომზადდეს და წარედგინოს საქართველოს მთავრობას საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი. საკითხი ეხება შემდეგ იდეას და ინიციატივას – ჩვენი სურვილია, შევქმნათ საქართვლოში სპეციალური საერთაშორისო ფინანსური ზონები. ჩვენი ვარაუდით, მათი შექმნა და განვითარება ხელს შეუწყობს ინვესტიციების მოზიდვას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, თანამედროვე ფინანსური, ტექნოლოგიური სიახლეების გაზიარებას და ქვეყნის რეგიონულ ფინანსურ ცენტრად ჩამოყალიბებას. ეს უდა იყოს ჩვენი საერთო საბოლოო მიზანი. გვაქვს ორი ფინანსური ცენტრის შექმნის იდეა – ერთი, რომ შეიქმნას თბილისის ფინანსური ცენტრი, რომელიც თბილისის ზღვასთან, სავარაუდოდ 110 ჰექტარ მიწის ფართობზე განთავსდება ჩვენი სურვილისამებრ და ქვეყნის და რეგიონის გამორჩეული საქმიანი ცენტრი გახდეს აღნიშნული ადგილი. ანალოგიური ცენტრის ჩამოყალიბება იგეგმება აჭარაში გონიოს ტერიტორიაზე. გონიოში ჩვენ უფრო მულტიფუნქციური ცენტრის შექმნას ვგეგმავთ. ამის თაობაზე ჩვენ დავიწყეთ აქტიურად მუშაობა და აქვე გვინდა, შევქმნათ ფინანსური ცენტრი. სპეციალური ფინანსური ზონები საერთაშორისო კომპანიებს შესთავაზებენ საერთო სამართლის პრინციპებზე დაფუძნებულ სამართლებრივ რეჟიმს, ასევე საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე დაფუძნებულ ლიბერალურ რეგულატორულ და ფისკალურ რეჟიმებს. რაც მთავარია, ფინანსურ ზონებში მოქმედი საერთაშორისო კომპანიების პერსონალის მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოს მოქალაქეები იქნებიან, რაც მათ განსაკუთრებული პროფესიული და კარიერული განვითარების საშუალებას მისცემს“, – განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, მნიშვნელოვანია ისიც, რომ თბილისის და გონიოს ფინანსური ცენტრების შექმნაში მონაწილეობას მიიღებენ, მაღალი საერთაშორისო რეპუტაციის და გამოცდილების მქონე კომპანიები, როგორიც არის მთავრობის მრჩეველი კომპანია Rothschild-ი. კომპანიის დელეგაცია ქვეყანას ერთ კვირაში ეწვევა და დაიწყება აქტიური მუშაობა.

„ჩვენი გათვლებით, სპეციალური ფინანსური ზონების შექმნა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს, როგორც განვითარებული საფინანსო ინფრასტრუქტურის მქონე ქვეყნის პოპულარიზებას რეგიონსა და მსოფლიოში და საქართველო გახდება, ეს ჩვენი სურვილია, მიზანია, რეგიონული ფინანსური ცენტრი. ფინანსური ზონები ორიენტირებული იქნება ისეთ საერთაშორისო ფინანსურ კომპანიებზე, რომლებიც ოპერირებენ აქტივების მართვის, ფინტეკის, სასაქონლო ტრეიდინგის, კაპიტალის მართვის და სხვა დარგებში და საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, ჩვენი ვარაუდია, რომ აღნიშნული ფინანსური ცენტრების ამოქმედება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს კაპიტალის ბაზრის განვითარებას, რაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გაზიარება11

დაკავშირებული -პოსტები

უკრაინას დონბასისთვის გადამწყვეტი ბრძოლის ძალიან რთული თვე ელის

მაისი 25, 2022
13
მთავარი

უკრაინას დონბასისთვის გადამწყვეტი ბრძოლის ძალიან რთული თვე ელის - ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ვადიმ დენისენკომ განაცხადა. „მიუხედავად ჩვენი ყველა მიღწევისა პირველ სამ თვეში, ახლა ალბათ ამ ომის ერთ-ერთი...

დაწვრილებით

,,ქურდობას არავისთვის მოუტანია იღბალი”- დიმიტრო კულება.

მაისი 25, 2022
10
მთავარი

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრო კულება "ტვიტერზე" წერს, ქურდობას არავისთვის მოუტანია იღბალი. "რუსი ქურდები იპარავენ უკრაინულ მარცვლეულს, ტვირთავენ გემებზე, გადიან ბოსფორში და ცდილობენ მის გაყიდვას საზღვარგარეთ. მოვუწოდებ ყველა სახელმწიფოს სიფხიზლისკენ...

დაწვრილებით

გენერაუკრაინელმა მედესანტეებმა რუსი მფრინავი გენერალი მოკლეს

მაისი 25, 2022
10
მთავარი

რუსი გენერალი, სავარაუდოდ, უკრაინელმა მედესანტეებმა მოკლეს. ინფორმაციას დასავლური მედია უკრაინის თავდაცვის უწყებაზე დაყრდნობით აქვეყნებს. 63 წლის გენერალ-მაიორი კანამატ ბოტაშევი, დიდი ალბათობით, მას შემდეგ დაიღუპა, რაც თვითმფრინავი, რომლის პილოტიც თავად იყო...

დაწვრილებით

დაწყებით სკოლაში სროლას 14 ბავშვი და ერთი მასწავლებელი ემსხვერპლა-რა მოხდა ტეხასში?

მაისი 25, 2022
11
მთავარი

ტეხასის შტატში მდებარე ერთ-ერთ დაწყებით სკოლაში სროლას 14 ბავშვი და ერთი მასწავლებელი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შსახებ ამერიკული მედია ავრცელებს. ტეხასის შტატის გუბერნატორის განცხადებით, ქალაქ იუვალდის დაწყებით სკოლაში ცეცხლი 18 წლის...

დაწვრილებით

უკრაინაში რუსეთის შეჭრა მესამე მსოფლიო ომის დასაწყისი შეიძლება იყოს-ჯორჯ სოროსი

მაისი 25, 2022
6
მთავარი

ამერიკელი მილიარდერისა და ფილანტროპის, ჯორჯ სოროსის განცხადებით, რუსეთის უკრაინაში შეჭრა მესამე მსოფლიო ომის დასაწყისი შეიძლება ყოფილიყო, ამიტომ თავისუფალი ცივილიზაციის შესანარჩუნებლად საუკეთესო გზა დასავლეთის მიერ ვლადიმირ პუტინის ძალების დამარცხებაა. „ შეჭრა...

დაწვრილებით

ცეცხლსასროლი იარაღიდან 15-მდე ტყვიაა გასროლილი | სროლა შანიძის ქუჩაზე

მაისი 25, 2022
95
Crime Scene Do Not Cross Tape with Police Flashing Lights Bokeh on the Dark Background
მთავარი

თბილისში, შანიძის ქუჩაზე სროლა იყო. არსებული ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღიდან 15-მდე ტყვიაა გასროლილი. ცნობილია, რომ დაჭრილია ერთი ადამიანი, რომელიც სასწრაფომ ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაიყვანა. მას ამ წუთებში ოპერაცია უტარდება. ადგილზე საპატრულო პოლიციაა...

დაწვრილებით

25-დან 27 მაისამდე, მუნიციპალური ტრანსპორტი შეცვლილი სვლა-გეზით იმოძრავებს

მაისი 25, 2022
12
მთავარი

📌საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების გამო, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის ცენტრალური მოედანი გადაიკეტება 25-დან 27 მაისამდე, მუნიციპალური ტრანსპორტი იმოძრავებს შეცვლილი სვლა-გეზით: ✔N1 L - ნაცვლად მანდარიას ქუჩის, თამარ მეფის ქუჩის,...

დაწვრილებით

მგონი,ჟურნალი დასრულდა და კინო დაიწყო-დავით ქაცარავა

მაისი 24, 2022
40
მთავარი

ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინელებმა ფაქტობრივად ბოლომდე გაანადგურეს უკრაინის სამხრეთში რუსეთის 58-ე არმიის თითქმის ყველა ქვედანაყოფი. ეს ის არმიაა, რომელიც 2008 წელს შემოიჭრა საქართველოში. მგონი,ჟურნალი დასრულდა და კინო დაიწყო. დიდება უკრაინას!...

დაწვრილებით

,,არ იმსახურებს ეს კაცი ასეთ საქართველოს! არა, არ არის ეგრე!

მაისი 24, 2022
21
კულტურა

,,ზოგჯერ უბრალოდ გული მერევა ყველაფერზე რაც ამ ქვეყანაში ხდება! წესიერების განსახირებაა ეს ადამიანი! ადამიანი, რომელმაც 37 წელი შეალია ამ ქვეყანას, მის ისტორიას და უბრალოდ საქართველოს სამსახურს! 280 ლარი ანაზღაურება! აი...

დაწვრილებით

მე მინდა,  რომ ეს საკითხი ჰუმანიზდეს, უფრო აქეთ მგონია გამოსავალი“- ედუარდ სააკაშვილი

მაისი 24, 2022
15
მთავარი

ხელისუფლების ნაწილს უჭირს, რომ მამაჩემში დაინახონ ადამიანი, -  ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის შვილმა ედუარდ სააკაშვილმა განაცხადა. მისი თქმით,  მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მართლაც  მძიმეა,  თუმცა  ხელისუფლების წარმომადგენლებს ეს არ სჯერათ....

დაწვრილებით
მეტის ნახვა
მთავარი

21-ე საუკუნეში ადამიანს 130 წლამდე შეეძლება ცხოვრება

ოქტომბერი 1, 2021
57
მთავარი

, ვარლამ გორლეთიანი პრემიერინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს პასუხობს

მაისი 24, 2021
23
მთავარი

ექთნის გარდაცვალების ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

მარტი 19, 2021
89





+12









No Result
View All Result

© 2019 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2019 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!

შედით თქვენს ანგარიშზე

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms bellow to register

All fields are required. შესვლა!

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

შესვლა!