გვაქვს იმედი, რომ მოლაპარაკებები დასრულდება შედეგით, კერძოდ შეთანხმების ხელმოწერით, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ უმრავლესობის ლიდერების კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, არსებობს პოლიტიკური აზრთა სხვადასხვაობები და ეს მოლაპარაკების პუნქტებზე აისახება, თუმცა დიალოგის წარმატებით დასრულების იმედს მაინც იტოვებს. “შეგვიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ მედიატორი არც ერთ ისეთ წინადადებას არ დააყენებს, რომელიც ეწინააღმდეგება სამართლიანობის პრინციპს”, – განაცხადა კობახიძემ.