ეს არის ფრაგმენტი თამარ ბაჩალიაშვილის ვიდეო ჩანაწერებიდან, რომლებიც მთავარ პროკურატურაში ბეჭდური და ონლაინ გამოცემების თხოვნით აჩვენეს და სოციალურ ქსელში გავრცელდა:
„შენ ხარ შენი თავის პატრონი და შეგიძლია შენი ცხოვრება შეცვალო. დიდი ნაბიჯები უნდა გადადგა. უნდა განვითარდე, ისწავლო, გახდე მნიშვნელოვანი, უნდა დაამტკიცო, რომ ეს შეგიძლია. სწავლა, სწავლა, სწავლა, დროა, თამუნა გაიზარდო.
ნუ ეჯიბრები სხვას… შენ უნდა შეეჯიბრო მხოლოდ შენ თავს, სხვა არავის. იცი, შენ ეს, ხომ იცი? და რატომ იმეორებ, იცი და გამოიყენე რა… ეს ნერვებს გინგრევს და ეს მერე აისახება შენ შვილებზე, შვილებზე, რომლებიც ჯერ არ დაბადებულა, რომლებიც ძალიან გიყვარს და რომ ცხოვრობ, მხოლოდ და მხოლოდ მათთვის ცხოვრობ… შენ ხომ მათთვის ყველაფერი გინდა? დამიჯერე, უფლის წყალობით, 2 წლის მერე, გეყოლება ლამაზი ოჯახი, გეყოლება მეუღლე და იქნები პაწუკას მოლოდინში, ხო?“
Რჩება განცდა, რომ თამუნა Ვიდეოდღიურებს თვითრეალიზაციის ერთ-ერთ ინსტრუმენტად იყენებდა, მაგრამ დღეს შეიძლება ამ ინსტრუმენტს მტკიცებულების ხარისხი შესძინონ, რამდენად სამართლიანად, სავარაუდოდ, სასამართლო გადაწყვეტს.