გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰეიკო მაასის განცხადებით, ოფიციალურმა რუსეთმა ხელი უნდა შეუწყოს გამოძიებას იმის დასადგენად, თუ რა მოხდა ოპოზიციონერ პოლიტიკოს ალექსეი ნავალნისთან დაკავშირებით. მისივე თქმით, ეს თავად რუსეთის ინტერესებშია.
„მე მჯერა, თავად რუსეთის ინტერესს წარმოადგენს ამ საკითხს გარკვევა. ამიტომ ჩვენ მოველით, რომ რუსეთი წვლილს შეიტანს ამ საქმეში გამოძიების ჩატარებით. თუკი ეს ასე არ მოხდება, მაშინ მოსკოვი ვეღარ შესძლებს თავიდან აიცილოს ბრალდებები, რომელთა წინაშეც დგას“, – განაცხადა ჰეიკო მაასმა.
მისივე თქმით, თუკი მოსკოვი მომხდარს არ გამოიძიებს, ამ საკითხზე ვარაუდები და სპეკულაციები იარსებებს, რაც ნამდვილად არ შეუწყობს ხელს რუსეთის ურთიერთობების გაუმჯობესებას გერმანიასთან და ევროკავშირთან.
ცნობისთვის, ალექსეი ნავალნი კომაში იმყოფება და მას მკურნალობა ბერლინის საავადმყოფოში უტარდება.