“გერმანიის მხარდაჭერა საქართველოსთვის ევროპისაკენ მიმავალ გზაზე. 2022 წლის 28 აპრილს გერმანიის პარლამენტმა (ბუნდესტაგმა) მიიღო რეზოლუცია “დავიცვათ მშვიდობა და თავისუფლება: მასში პარლამენტი მხარს უჭერს გერმანიის ფედერალური მთავრობის დახმარებას უკრაინისათვის, რომელიც ასევე მოიცავს მძიმე შეიარაღების მიწოდებას. ამასთან დაკავშირებით ბუნდესტაგი ადასტურებს უკრაინის, მოლდოვას და საქართველოს მხარდაჭერას მათ ევროპულ გზაზე. პარლამენტის აზრით, ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულების 49-ე მუხლის კრიტერიუმების შესრულება ევროკავშირში წევრობის წინაპირობას წარმოადგენს”, – წერია საელჩოს განცხადებაში.
თურქეთში მესამე დაღუპული ქართველის შესახებ ინფორმაცია დადასტურდა
სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია თურქეთის რესპუბლიკაში ქ. ადიამანში მიწისძვრის შედეგად კიდევ ერთი ქართველი ქალი ი.ჭ. გარდაცვალების შესახებ. თურქეთში საქართველოს საელჩო, გარდაცვლილი მოქალაქის ოჯახის წევრს დაუკავშირდა, რომელმაც გარდაცვალების ფაქტი დაადასტურა. მათივე...