გერმანიაში მოქალაქეები, რომლებიც Z სიმბოლოს გამოიყენებენ, შესაძლოა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცნენ. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
როგორც გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ამბობს, ასო Z არ არის აკრძალული, მაგრამ მისი გამოყენება ცალკეულ შემთხვევაში შეიძლება ნიშნავდეს რუსეთის აგრესიული ომის მხარდაჭერას.
„რუსეთის აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ არის კრიმინალური ქმედება და ვინც საჯაროდ მოიწონებს ამ აგრესიულ ომს, ასევე შეიძლება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისროს.“ – განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.
ცნობისთვის, Z ასო რუსეთში ომის მხარდამჭერი სიმბოლოა. რუსულ სამხედრო ტექნიკას სწორედ Z ასო აწერია.
ამასთან, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება ყველა სახელმწიფოს მოუწოდებს, „Z“ სიმბოლოს გამოყენების კრიმინალიზაცია მოახდინონ.