გერმანიამ სამხრეთ საფრანგეთი კორონავირუსის მაღალი რისკის ზონად გამოაცხადა. ამის შესახებ რობერტ კოხის ინსტიტუტში განაცხადეს, რაც იმას ნიშნავს, რომ სამხრეთ საფრანგეთიდან დაბრუნებულ მოგზაურებს დასჭირდებათ კორონავირუსზე ტესტის უარყოფითი პასუხის, ვაქცინაციის ან კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების შესახებ დოკუმენტაციის წარდგენა, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ კარანტინის გავლა მოუწევთ.
ამ ეტაპზე არსებული რეგულაციის თანახმად, თუ ტურისტები ან გერმანიის მოქალაქეები მაღალი რისკის ქვეყნიდან ბრუნდებიან, მათ კარანტინი უნდა გაიარონ, რომელიც ხუთ დღში დასრულდება, თუ კორონავირუსზე ტესტის პასუხი ნეგატიური აღმოჩნდება.