,,გეოპოლიტიკურადაც და მენტალურადაც საქართველო ალბათ იანუსია, ორსახიანია.
გვაქვს ევროპული
გვაქვს აზიურიც
აზიური ფატალუსტური, ნიჰილისტური, მაინც არაფერს აზრი არა აქვსო, აი ამგვარი ნაღდად მოჭარბებულადაა.
მეორეს მხრივ, ეს ევროპულ ინდივიდუალისტური და სკანდალორიენტირებული აღტკინებაც ევროპელებზე მეტია, ოღონდაც ზედაპირულად.
პატარა მაგალითი
ძალიან, ძალიან მნიშვნელოვან პოლიტიკურ განაცხადს საჯაროდ, ათი ტელევიზიის და ელჩების თანდასწრებით რომ აკეთებ და ყველა მნახველს ერთადერთი კითხვა რომ აწვალებს ,,ამ კაცს რა აცვია, ან რა უკეთიაო,, აი ესაა ის ვერაფერზე მორგებული ფსევდო ინდივიდუალიზმი.
სკანდალებით ცხოვრება და აღტკინება კი აგერ უკვე ალბათ 30 წელია პოლიტიკური და სოციალური, ზოგადად საზოგადოებრივი ცხოვრების ერთადერთი შინაარსია.
ან შევარდნაძის დროინდელ ნიჰილისტურ უმოქმედო ტრანსში ვართ
ან კიდევ გაკაპასებულ სკანდალურ მოდუსში, აგიტირებული.
ერთი დღე მაინც დაფიქრება იმაზე, რა მინდა, როგორ მინდა, რითი დავიწყო, რა ჩვევა და უნარი მჭირდება რაღაცის დასაწყებად, რა უნდა ვისწავლო, რა ვიცი და რაში გამოვიყენო….
აი ეს ინდივიდუალური კითხვები არ დგას….
საკვების ძებნით და პარალელურად პორშეთი ,,ტასავობის,, დაუოკებელი სურვილით მანიპურებული გონება მთლიანად გადართულია სკანდალის პროდუქციაზე და მოხმარებაზე.-წერს იაგო ფრანგიშვილი.