შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ აეროპორტში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით სამსახურებრივი შემოწმება დაიწყო.
ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროდან იუწყებიან.
როგორც უწყებაში განმარტავენ, უცხო ქვეყნის მოქალაქეს ქვეყანაში შემოსვლაზე უარი კანონის შესაბამისად ეთქვა.
„რაც შეეხება აღნიშნულ მოქალაქეს, მას საქართველოში შემოსვლაზე უარი “უცხოელთა და მოქალეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის, “ი” ქვეპუნქტის საფუძველზე ეთქვა“, – აცხადებენ უწყებაში.
ცნობისთვის, ტვ „პირველის“ გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოსულ ტურისტს მესაზღვრეებმა „მეძავი“ უწოდეს, გალანძღეს და უკან გააბრუნეს. მათივე ცნობით, მოქალაქე საქართველოში სტამბოლიდან ჩამოფრინდა თუმცა, მას ქვეყანში შემოსვლის უფლება გაურკვეველი მიზეზით არ მისცეს. როდესაც ქალმა უფლებების განმარტება მოითხოვა, მესაზღვრეებმა უთხრეს, რომ საქართველში ვერასდროს შემოვიდოდა.